უკრაინელმა სამხედროებმა ''აზოვსტალში'' რუსეთის შტურმი მოიგერიეს - არესტოვიჩი

05 მაისი 2022, 17:22 722 ნახვა

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს, - ამის შესახებ CNN უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე დაყრდნობით წერს. 

„გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა განდევნეს.  შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა გრძელდება. დანარჩენი ინფორმაცია მოწმდება", - თქვა არსეტოვიჩმა.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან გამაგრებულნი, შტურმი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში