უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკებებამდე შეხვდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს.
პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს ვაშინგტონში უკრაინა და სხვა ევროპული ქვეყნები მიიწვია.
უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებსაც შეხვდა, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს.
ამ წუთებში ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი მასპინძლობს, სადაც შეხვედრას ასევე ესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.