ბრძოლა მარიუპოლისთვის

05 მაისი 2022, 18:17 966 ნახვა

მარიუპოლზე შეტევა საოკუპაციო ძალების მხრიდან, უკვე მეორე დღეა მძაფრად გაიზარდა. გვიან ღამით აზოვის ბატალიონის ხელმძღვანელმა, დენის პროკოპენკომ ,, აზოვსტალის  ქარხნიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. პროკოპენკო, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა პერიმეტრი გაარღვიეს, ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს   და რომ იქ მდგომარეობა კრიტიკულია. ქარხნის  ტერიტორიაზე ახლაც რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. მარიუპოლის მცველები 11 კილომეტრზე გაშლილ ბუნკერებს და გვირაბებს აფარებენ თავს. აზოვსტალში კრიტიკული მდგომარეობის  შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმაც ისაუბრა.ალექსი არესტოვიჩის თქმით აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა დამცველება ოკუპანტების შტურმი მოიგერირეს, მისი ტმის აზოვსტალში ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად უწევენ წინააღმდეგობას მტრის ძალებს. ამასთან, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამოქალაქო პირებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საჭიროების შესახებ საუბრობს, ვიდეომიმართვაში მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში დახმარებას სთხოვს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადება, რომ მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა-   უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,   დმიტრო კულებამ  უარყო.  მისი რწმუნებით,  "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაზე კონტროლს, რომელიც უკრაინელი მებრძოლების ბოლო სიმაგრეა მარიუპოლში, კვლავ ინარჩუნებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში