სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი - მხარეთა პირობები და პოლიტიკური შეფასებები

11 მაისი 2022, 15:00 717 ნახვა

გადავა თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში? - ეს ამ დრომდე უცნობია. პალატა ექს-პრეზიდენტისთვის უკვე  გამოყოფილია და პირადი ექიმიც საქართველოში იმყოფება. 

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი კლინიკაში მხოლოდ მისი მოთხოვნების გათვალისწინების შემდეგ უნდა გადაიყვანონ, საუკეთესო გამოსავლად კი ისევ მის საზღვარგარეთ გადაყვანას მიიჩნევენ.

ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნები კი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. განმარტავენ, რომ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ ულტიმატუმებს აყენებდეს, აცხადებენ, რომ მისი მიზანი ციხის დატოვებაა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში