ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა

14 მაისი 2022, 16:11 1130 ნახვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო. 

ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინმა მე-7 მაეგაშირა კოტოეკო უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ამ დროსთვის  ლევანს 4 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად საერთო ჯამში 8 გამარჯვება სჭირდება.

ქართველის მომდევნო მეტოქე ნაცუ ბაშოს მე-8 დღეს მე-6 მაეგაშირა ურა იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში