სამზადისი ტურისტული სეზონის გახსნისთვის

13 ივნისი 2022, 20:07 608 ნახვა

აჭარა ტურისტული სეზონისთვის ემზადება, მართალია ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში სტუმრების სიმრავლე უკვე შეიმჩნევა, თუმცა ტურიზმის სექტორს გაცილებით დიდი გათვლა აქვს.

სეზონიც ოფიციალურად 2 დღეში გაიხსნება და ''ზაფხული აქ'', მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაიწყება, თან იმ მოცემულობით, რომ წელს პანდემია აღარ არის.

15 ივნისს ღონისძიებები 12 სთ-ზე ფრანების შოუთი დაიწყება, გაგრძელდება ავიაშოუთი, იქნება მაშველების დაჯილდოვების ცერემონია. 

ახალგაზრდების შესრულებით კონცერტი 14 საათზე ბულვარის კოლონადასთან გაიმართება. 18 საათზე კი ანბანის კოშკთან გალა კონცერტი  იქნება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში