ტურისტული სეზონის გახსნა - ცვლილება პროგრამაში

15 ივნისი 2022, 11:32 2238 ნახვა

ბათუმში, ტურისტული სეზონი ოფიციალურად, დღეს ''ზაფხულის ფესტივალი“-ით გაიხსნება. უცვლელია სლოგანი:  „ზაფხული იწყება აქ“.  

სეზონის გახსნა 12 საათისთვის  იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო 15:00 საათზე გადაიწია. პროგრამის მიხედვით, 15:00 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში საპატიო ბათუმელების დაჯილდოვება გაიმართება. ამის შემდეგ, ბულვარის კოლონადებთან ახალგაზრდების შესრულებით კონცერტი ჩატარდება. დაგეგმილია ასევე, მაშველების დაჯილდოვების ცერემონიაც.  

18 საათზე კი ანბანის კოშკთან გალა კონცერტი  ჩატარდება. ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად მუსიკალური ჯგუფები და ბენდებია მოწვეული. კონცერტის დასრულების შემდეგ მუსიკალურ პროგრამას რამდენიმე დიჯეი გვიან ღამემდე გააგრძელებს. 

,,ზაფხულის ფესტივალის’’ პროგრამით დაგეგმილია ასევე ფრანების შოუ, თუმცა  როგორც ორგანიზატორები ამბობენ ამინდზეა გამოკიდებული შოუს მოწყობა. „ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და რამდენიმე უწყების ორგანიზებით გაიმართება, რისთვისაც 238 ათასი ლარი დაიხარჯება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში