საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას გამართავს

20 ივნისი 2022, 22:03 836 ნახვა

ისტორიაში პირველად საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში  რიგით მე-19 მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრას საქართველო ხვალ 21 ივნისს 21:20 საათზე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მეორე ტური: 23 ივნისი  21:30 საქართველო-მონტენეგრო

მესამე ტური 25 ივნისი 23:00 უნგრეთი-საქართველო

მსოფლიოს ჩემპიონატში სულ 16 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. 
ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში პირდაპირ გავლენ. 

მეორე და მესამე ადგილზე გასულები  კი კიდევ 4 ადგილისთვის  პლეი ოფში  იბრძლებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველო მას მერე მოხვდა, რაც რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთეს. 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კი იტალიაა, რომელმაც 2019 წელს ფინალში ესპანეთი 10:5 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში