პრეზიდენტის პოლიტიკური ვეტო

22 ივნისი 2022, 17:25 928 ნახვა

პირველი ვეტო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ისტორიაში. აღნიშნული უფლება პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში გამოიყენა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, იგი ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ვეტოს პარლამენტი დაძლევს. როცა საკითხი პარლამენტში დაბრუნდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, რატომ იყო დადებული ვეტო, ამაზეც იქნება მსჯელობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე- სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში