დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

01 ივლისი 2022, 11:02 116 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ერთმანეთში გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის  მიზნით.

ამ ფორმით კი მიიღეს დიდი ოდენობით   უკანონო შემოსავალი, საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე მეტ თანხაზე. 

ამის გარდა, უკვე ბრალდებულები შემოსავლებს  სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში