ღამის მოვლენები აქციაზე

04 ივლისი 2022, 19:53 518 ნახვა

„შინ ევროპისკენ“ - რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი, რომლის ბოლო მონაწილეები დღეს დილით დაიშალნენ, უცნობია. აქციის ორგანიზატორებს სამოქმედო გეგმა არ წარუდგენიათ, როგორც თქვეს ამაზე იმსჯელებენ. იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეები პრემიერის მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას ელოდებოდნენ, შესვლის ფაქტი კი გამორჩათ და მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შენობაში შევიდა მალევე დაიშალნენ, მთავრობის სხდომა კი ჩვეულებრივად გაიმართა. დილით იყო მცირე დაპირისპირებაც, როცა პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა დაეტოვებინათ ე.წ პარკინგის ტერიტორია, იქ სადაც ადმინისტრაციის სამანქანო შესასვლელია. შეკრებილების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი