სარაგბო ზეიმი გრძელდება

09 ივლისი 2022, 11:16 905 ნახვა

საქართველო - იტალია -  რაგბის ზეიმი  ბათუმის სტადიონზე ხვალ 20  საათზეა,  მანამდე კი საზეიმო განწყობა ბათუმის ქუჩებში უკვე შექმნეს  თბილისის დრამსქულის მუსიკოსებმა - დრამების შოუმ სტარტი 26  მაისი პარკიდან აიღო. მათ დღეს ბათუმის არაერთ ქუჩაზე შეხვდებით. დღესვე ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, გაიმართება ბათუმის ბულვარში.

17 საათიდან კი - რომაული ბანაკი და ფოლკლორ შოუ იქნება, გონიოს ციხეში. 20 საათზე კი ევროპის მოედანზე სუხიშვილების კონცერტია დაგეგმილი. 

დაუკრავენ ცნობილი დიჯეებიც.  საზეიმო ღონისძიებები, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება ხვალაც გაგრძელდება.

იქნება ფრანების შოუ  კოლონადებთან და ისევ დრამსქულის დრამერები ბათუმის სტადიონთან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში