ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

14 ივლისი 2022, 19:35 487 ნახვა

27 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 20, 17 და 4 წლია პატიმრობა შეეფარდა. საქმე განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს.

შატალოვა გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლეს. ამ საქმეზე პოლიციამ ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავა.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში