რატი გაჩეჩილაძე თავისუფალია

10 იანვარი 2017, 00:00 897 ნახვა

რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებულს კომენტარი არ გაუკეთებია. გაჩეჩილაძის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მისაღებია. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, პროკურორი თანხის გადახდამდე გაჩეჩილაძისთვის თავისუფლების მინიჭების წინააღმდეგი იყო.  აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვტილება სახელმწიფო ბრალდებას ჯერ არ მიუღია. გაჩეჩილაძეს 5-ათასლარიანი გირაოს გადახდა 10 დღის განმავლობაში დაევალა.

ამავე კატეგორიაში