წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხულოში

04 თებ 2026

ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილებამ წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას უმასპინძლა.

საზოგადოებას საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდები ხულოს სკოლების, კულტურის ცენტრისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებმა წაუკითხეს.

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით ასევე  ხულოს მუნიციპალიტეტის ცამეტივე სასოფლო ბიბლიოთეკაში აღინიშნა.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და მასში 31 მილიონამდე ადამიანი ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.

საქართველოში ღონისძიება უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა.