18 თებ 2026
ახალგაზრდული პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია მოხალისეებისთვის. ხულოში ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მოხალისეებს დაგეგმილი ღონისძიებების, კონკურსებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე, მოხალისეობის განვითარების მნიშვნელობასა და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
ღონისძიება ხულოს მერიის ორგანიზებით ჩატარდა.