გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ უსახური ჯიხურების გატანა მიმდინარეობს

11 თებ 2026

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სუვენირების უსახური ჯიხურების გატანა მიმდინარეობს.

ჯიხურებს სანებართვო პირობებით გათვალისწინებული ვადები ამოეწურათ, რის შესახებაც მოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილა ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

გატანილი კონსტრუქციები მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე დასაწყობდება.

აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ქალაქში ყველა უნებართვო და უსახური ჯიხურის გატანა განხორციელდება.