21 აგვ 2026
ბათუმის მერია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამით 67 ვაკანსია ცხადდება.
მერიის ინფორმაციით, სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია:
• იურიდიული განყოფილება - 1
• საბიუჯეტო განყოფილება - 1
• საკუთრების აღიარების განყოფილება - 1
• საინვესტიციო და საგრანტო პროგრამებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის მიმართულებები - 2
• ქალაქგეგმარების, ურბანული პოლიტიკისა და სამშენებლო ნებართვების მიმართულებები - 2
• განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება - 2
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 1.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციები:
• შპს „სანდასუფთავება“ - 5
• შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - 10
• ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 2
• ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური - 1
• ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო - 2
• შპს „ბათუმის წყალი“ - 14
• ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 3
• ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო - 20.