ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახალ მისამართზე გადავიდა

21 აგვ 2026

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახალ მისამართზე გადავიდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, სამმართველოს ახალი მისამართია: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა №73.
 
“გაცნობებთ, რომ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დროებით გადავიდა ახალ მისამართზე.
 
ახალი მისამართი: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა №73.
 
სამმართველოს ძველ მისამართზე, ლერმონტოვის ქუჩა №90ა-ში ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
 
სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება ზემოაღნიშნულ მისამართზე.
 
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი | 09:00 - 18:00”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.