იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება - ბათუმის მერია

14 მარ 2026

ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
 
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვის მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა.
 
"საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დღეიდან 16 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში.
 
შეზღუდვა დაკავშირებულია იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან.
 
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.