14 მარ 2026
"მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში.პროექტის ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება ასფალტის საფარით და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ეტაპობრივად განხორციელდება სარეაბილიტაციო მონაკვეთების მიხედვით.სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 6 აპრილი.ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.