ერთიანი ეროვნული გამოცდები

02 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა  ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.  პირველი სესიისთვის რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო. გამოცდის ხანგრძლივობა სამი საათია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 95%-ზე მეტი. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, სამი ბათუმში და ერთი ხულოში, სადაც 4500-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს. 

ქვეყნის მასშტაბით კი დაახლოებით 83 ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული, მათ შორის არიან სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები, მაგისტრანტობის კანდიდატები და მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები.

საგამოცდო პროცესს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გაეცნო. გივი მიქანაძე თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. საგამოცდო სივრცეები აღჭურვილია გაგრილების სისტემით.