06 ივლ 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საქართველოს 12 ქალაქში გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი მათ შორის ბათუმში და ხულოშიც.