ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - გამოცდაზე 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა

03 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

„ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!" - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.