ერთიანი ეროვნული გამოცდები

02 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენის გამოცდით დაიწყო.  აპლიკანტთა პირველმა ნაკადმა საგამოცდო ცენტრი 12 საათზე დატოვა. აბიტურიენტების შეფასებით ტესტი საშუალო სირთულის იყო. ამ წუთებში მეორე სესია მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა გამოცდაზე. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. 

აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, სამი ბათუმში და ერთი ხულოში, სადაც 4500-მდე აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდებს.

საგამოცდო პროცესს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გაეცნო. გივი მიქანაძე თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. 

საგამოცდო სივრცეები აღჭურვილია გაგრილების სისტემით.