დილა 104,5 -ზე

დილა 104,5 -ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა  ''დილა 104.5-ზე''

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  9-დან 11 საათამდე.

გადაცემის მიზანია მსმენელს მიაწოდოს საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია-სხვადასხვა სფეროს სიახლეები, დაეხმაროს ახალი დღის შინაარსიანად  დაგეგმვაში, შეახვედროს საინტერესო სტუმრებს, გააშუქოს მრავალფეროვანი თემები, მოასმენინოს გემოვნებიანი მუსიკა.  დილის მაუწყებლობის თავისებურებების გათვალისწინებით, გადაცემა  სხვადასხვა რუბრიკას მოიცავს - ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, დღის ჰოროსკოპი, უგემრიელესი და უმარტივესი რეცეპტები, ისტორია თარიღებში-გამორჩეული  ფაქტები და მოვლენები, შოუ-ბიზნესის სიახლეები და დილის სტუმარი.


პროდიუსერი:  ცისანა ჩხეიძე
გადაცემის წამყვანები: თეონა ზედანია და ილია შავიშვილი.
რუბრიკების ''ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად'' და ''მეტეოროლოგი'' ავტორი და წამყვანი: კობა ფარტენაძე 
 

გადაცემის არქივი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი"საჯარო ინფორმირებისთვის სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა". სტუმრები პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი მურმან გორგოშაძე , ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ფუტკარაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტები დალი თურმანიძე და ნიკა მჟავანაძე ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი"და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი დღეს-11 ოქტომბერს თავისუფალ სივრცეში გეპატიჟებათ ელიზავეტა კრასენკოს ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე. სტუმრები -ელიზავეტა კრასენკო და „არტვეის“ ხელმძღვანელ ოთია ქათამაძე.

10 ოქტ 2017

1 "თავისუფალი სივრცე" ბათუმს თითქმის ერთი წლის წინ შეემატა და უმალ მიიპყრო ყურადღება. იდეის შექმნის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მისი შინაარსი უფრო გაამრავალფეროვნონ . „თავისუფალი სივრცე“ - განახლებული ფორმით რამდენიმე დღეში დაუბრუნდება ქალაქს. სტუმარი იყო იდეის ავტორი, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნინო ჩხაიძე . სატელეფონო ჩართვა -- რეჟისორი ოთია ქათამაძე. 2 ინგა მებონიას რუბრიკის "არტრადარი' სტუმარი- ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე

06 ივლ 2017

1 ზაფხულის ცხელი დღეები და ჯანმრთელობა-სასარგებლო რეკომენდაციები სტუმარი -აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე 2 აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომავალი თაობის ქორეოგრაფიული ჯგუფი ოდესიდან დაბრუნდა, სადაც მონაწილეობდა პირველ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში „შავი ზღვის მარგალიტი“. ინგა მებონიას რუბრიკის „არტ-რადარი“ სტუმრები -აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ადმინისტრატორი თინათინ იოსელიანი, ანსამბლის მოსამზადებელი ჯგუფის ქორეოგრაფი კობა მარგალიტაძე და მოცეკვავე-მსახიობი ქეთა აბზიანიძე.

03 ივლ 2017

სტუმარი- ბათუმის საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთვნელი გიორგი ძინძიბაძე 1 22-25 ივნისს კაჭრეთის ამბასადორმა ცხენოსნობაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა. კავკასიის ლიგაში ჩემპიონ-პრიზიორები ორ დისციპლინაში გამოვლინდნენ - პატარა კლასში ბრინჯაოს მედალი გიორგი ძინძიბაძემ მოიპოვა. . . 2 აჭარა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს ‘კავკასია -2017’ მასპინძლობს. ინგა მებონიას რუბრიკის 'არტრადარი' სტუმარი - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლეგ ალავიძე. სატელეფონო ჩართვა - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე , ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რეზო ჭანიშვილი.

02 ივლ 2017

1 ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დღე სტუმარი -აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ზორია წურწუმია, 2 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მეხუთე რეგიონალური კონკურსი, რომელშიც აჭარის სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების სხვადასხვა განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ინგა მებონიას რუბრიკის „არტ-რადარი“ სტუმრები -ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნინო ჩაიძე, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნატო ორაგველიძე და საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ინგა ბოცვაძე

25 ივნ 2017

როგორ ვაქციოთ საკუთარი ინიციატივები სამეწარმეო იდეად-ბათუმის ამერიკული კუთხე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის საზაფხულო ბანაკს აწყობს, სტუმრები -ბათუმის ამერიკული კუთხის კოორდინატორი სალომე ჟორჟიკაშვილი და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი ინგა გეგეშიძე ფესტივალების დაგეგმვისა და ორგანიზების ტრენინგი , რომელსაც ბრიტანეთის საბჭო საქართველოში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს. ინგა მებონიას რუბრიკის „არტრადარი“ სტუმრები -აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნათია ბლაგიძე და ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი . სატელეფონო ჩართვა- ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროგრამის მენეჯერი მაია დარჩია

21 ივნ 2017