მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელს წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. რამ განაპირობა უმუშევართა სტატისტიკის შეცვლა, როგორია თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი და სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკა?- ამ თემაზე გადაცემაში „კომპეტენტური პასუხი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე საუბრობდა.
როგორია რეგიონში საინვესტიციო პოლიტიკა და რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ აჭარაში ბიუჯეტიდან სახსრები არამიზნობრივად იხარჯება?- ამ თემაზე დღეს „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასამიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა საუბრობდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პასუხებდა.
ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება მოულოდნელი გაგრძელებით. იყო თუ არა ბოდიში იმ გეგმის ნაწილი, რომლითაც ქვეყნის პირველმა პოლიციელმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპარაციის გადაწყვეტილება მიიღო.- ხელისუფლებამ გახარიას უწყების მუშაობა დადებითად შეაფასა. პრეზიდენტი პოლიტიკური ქმედებების სრულ კრახზე საუბრობს. აქციის ორგანიზატორთა მონაწილეობით შემდგარი ჯგუფები, სახალხოდამცველი და ხელისუფლების დაპირებები? ხომ არ გამორჩა მთავრობას კონტრაქციის მონაწილეების ინტერესები ?-ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „კომპეტენტურ პასუხში“ ვუპასუხეთ. გადაცემის სტუმარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გელა ირემაძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და „იემსის“ პროექტების კოორდინატორი გურამ იმნაძე ჩაერთო.
ვიწრო პარტიული რეფორმა თუ ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის მესიჯები და საზოგადოების მოლოდინი?- ამ თემაზე „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და „ემსახურე სააქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე საუბრობს.პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ კითხვებს პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე პასუხობს. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ქართული ოცნების პოლიტ საბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე ჩაერთო.
საქართველოს ევროინტეგრაცია და რუსული პროპაგანდა. „კომპეტენტური პასუხში“ დასმულ შეკითხვებს " საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი“ მალხაზ ჭკადუა და გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ხელმძღვანელი ირაკლი ბაკურიძე პასუხობდნენ.
78 არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებებს დაუჭირა მხარი. რა იცვლება რეგიონის მოსახლეობისთვის ავტონომიური რესპუბლიკის განახლებული კონსტიტუციით?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში აჭარის უმაღლსი საბჭოს დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე პასუხობდა.
კრიზისი მმართველ პარტიაში, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები თუ ქვეყნის საგარეო გამოწვევები. როგორ აფასებენ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რეგიონში მოღვაწე პარტიების წარმომადგენლები და ვის წასვლას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა?-დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემაში დასმულ შეკითხვებს ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე, ქართული ოცნებიდან ვლადიმერ მგალობლიშვილი, ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და პატრიოტთა ალიანსიდან არჩილ მამულაძე პასუხობენ.
მმართველ ძალას ძალიან უჭირს იყოს თვითკრიტიკული. პირიქით, ის საკმაოდ მიცემულია თვითკმაყოფილებას და მე ამაში ვხედავ საფრთხეს ქვეყნისთვის“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. საქართველომ გაიარა ყველა გზა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს.“- აცახდებს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის ვრცელი ინტერვიუ მოისმინეთ დღეს, აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“.
ნატო - საქართველო და კონფლიქტური რეგიონები- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.
სირიის კრიზისი და დანარჩენი მსოფლიო. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს ქვეყანაზე. რა ხდება სირიაში დღეს და რა გაგრძელება ექნება რუსეთ და ამერიკის საქმის გარჩევას?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტი საერთაშორისო ურთიერთობებში ირაკლი მანველიძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე საუბრობენ . პირდაპირ ეთერში სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ჩაერთო.
ქვეყაში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საინფორმაციო ცენტრები ამოქმედდა. ერთერთი მათგანი დღეს აჭარაში, კერძოდ კი ჩაქვში გაიხსნა. რა იქნება ფაროსანასთან ბრძოლის ცენტრის მთავარი დანიშნულება და ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლის რა გზებს ირჩევს?- გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმართველობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვახტაგ წულაძე. პირდაპირ ეთერში ფიტო პათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ცისანა ცეცხლაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრებანიძე და ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი ჩაერთო.
ვინ აკონტროლებს ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ხარისხს, რა სანქციები მოქმედებს დარღვევების გამოვლენის შემთხვევში და რამდენად დაცულია საქართველოში პაციენტის უფლებები?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე საუბრობს. გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძემ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა.
„გოდერძზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად დაიხურა. როგორია რეგიონში ზამთრის კურორტების განვითების ტემპები და რატომ უნდა ეწვიოს მაღალმთიან აჭარას დამსვენებელი ზაფხულში?-ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი საუბრობს. პირდაპირ ეთერში კურორტ "გოდერძის" დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ჩაერთო.
ქედის მუნიციპალიტეტის მერის მუშაობის 100 დღეს აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ შეაფასეს. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები ქედის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ბოლქვაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი დავით ანანიძე იყვნენ. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ კითხვებს ქედის მერი ლევან გორგილაძე პასუხობდა.
ფაროსანა- მავნებელი მწერი, რომლის გააქტიურებასაც ქვეყანაში დათბობასთან ერთად ელიან. ბაღლიჯომ შესაძლოა დისკომფორტი არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ ვიზიტორებასაც შეუქმნას. როგორია მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, რას აკეთებს ხელისუფლება დაცული ტერიტორიების ფაროსანასაგან დასაცავად და რა მნიშვნელობა აქვს ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებას? - გადაცემის სტუმარი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩაერთო.
ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ტრაგედია და საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მიღებული რეზოლუციები. რას ითვალისწინებს დოკუმენტები, რატომ არ დაუჭირა მას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ვის უნდა დაეკისროს ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის არსრულების ნაწილზე პასუხისმგებლობა და მოახდენს თუ არა გავლენას რეზოლუცია ჟენევის ფორმატზე?- ამ თემაზე „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში აჭარის უამღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე საუბრობენ. გადაცემაში ჩაერთო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე პასუხობენ .
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • ...
  • 32
  • 33
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა