მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

კოალიცია „შინ მოვლა-საქართველოს“ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შინ მოვლის პროგრამის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებენ. მათი განცხადებით, ბათუმში ყველაზე რთული ვითარებაა. პროგრამის ბენეფიციარები განკუთვნილ სერვისებს სრულფასოვნად ვერ იღებენ. მესამე სექტორი მომწოდებელი კომპანიის მუშაობის ხარვეზებზე საუბრობს, მერიას კი პროგრამის მონიტორინგს უწუნებს. კოალიციაში შესაძლო კორუფციული სქემის არსებობასაც არ გამორიცხავენ. რა ხარვეზები გამოიკვეთა შინ მოვლის პროგრამაში და როგორია მერიის წარმომადგენელთა პასუხი?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ კოალიცია „შინ მოვლა საქართველოს“ ხელმძღვანელი უჩა ვახანია და ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში „საქართველოს კარიტასის“ მანანა მენაბდე ჩაერთო.
ოპოზიციის პროგნოზი გამართლდა- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობისთვის პარლამენტში აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილი იბრძოლებს. ოპოზიციის განმარტებით, ქართული ოცნება კანდიდატზე წინასწარ შეთანხმდა. იგივეს აცხადებდა კონკურსის მონაწილე ნათია სირაბიძეც. მხარეების პოზიციები „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმინეთ. გადაცემის სტუმრები პირველ ნაწილში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი ცოტნე ანანიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია სირაბიძე ჩაერთვნენ. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი პასუხობდა
გამოსავლის ძიების სურვილი თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანის მცდელობა- საქართველოს პრემიერის წერილს რუსეთის ხელისუფლებისადმი შეფასებები პოლიტიკურ წრეებში მოყვა. როგორია ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მოსაზრებები კვირიკაშვილის მიმართვასთან დაკავსირებით?-ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პორფესორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი მანველიძე და პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთო.
ქალთა მიმართ ძალადობა და სახელმწიფოს ვალდებულებები. რამდენად საკმარისია ქვეყანაში მოქმედი კანონები სუსტი სქესის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად და პრობლემის გადაჭრის საქმეში რა მნიშვნელობა აქვს პრევენციას?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აჭარის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ დირექტორი თეონა აბაშიძე საუბრობს, პირდაპირ ეთერში ჩაერთვნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი პააატა დიასამიძე. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ლადო მგალობლიშვილი.პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ნუკრი ბეჟანიძე ჩაერთო.
რა უშლის ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს და რამდენად შეცვლის ვითარებას უკეთესობისკენ მთავრობის ახალი საგადასახო ინიციატივა? „კომპეტენტურ პასუხში ისმენთ“ სტუდიაში ეკონომისტი პაატა აროშიძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ჭყონია საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ჩაერთო.
მუშაობის ასი დღე და 20 შედეგი- ბათუმის მერმა, არჩევნებიდან სამ თვეში საზოგადოებას გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. რისი გაკეთება შეძლო ლაშა კომახიძემ 100 დღეში, რას აპირებს მომავალში და როგორ აფასებს მერის ანგარიშს საზოგადოება - „კომპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე თეონა დიასამიძე და დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძე საუბრობდნენ . პირდაპირ ეთერში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე ჩაერთო. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ბლოკში დასმულ კითხვებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე პასუხობდა.
კლანური მმართველობა და საზოგადოებაში უპასუხოდ დარჩენილი კითხვები - ამ შინაარსის განცხადებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უვადო მოსამართლეებად გამწესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. პრემიერი სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პასუხების აუცილებლობაზე საუბრობს, მოსამართლე ირაკლი შავაძე კი კლანური მმართველობით ხსნის მისთვის უვადოდ მოსამართლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას .გადაცემის სტუმრები იყვნენ მოსამართლე ირაკლი შავაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი. პირდაპირ ეთერში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე დავით მამისეიშვილი ჩაერთო
შესაძლოა თუ არა უმაღლესი საარჩევნო კომისია გაუქმდეს, ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაექვემდებაროს. კონსტიტუციაონალისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლთა შეფასებები. როგორია უსკოსთან დაკავშირებით უმრავლესობის პასუხი და როდის განიხილება აჭარის კონსტიტუციის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებზევ- „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში ამ თემაზე დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებებლი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება -მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე პასუხობდა.
ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს მოქალაქების მონაწილეობა და თავშესაფარის მაძიებელთა გაზრდილი სტატისტიკა-ევროკომისიის პირველადი დასკვნა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. „კომპეტენტურ პასუხში“ ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პორფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი მანველიძე და პოლიტოლოგი, ასლან ლორთქიფანიძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაერთო.
რატომ იღუპება ყოველწლიურად საქართველოში ათეულობით ადამიანი სამუშაოების შესრულებისას, რატომ ირღვევა ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულება და არ მოქმედებს ქვეყანაში ეფექტური შრომის ინსპექცია, რას ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი და მხარდაჭერის შემთხვევაში რამდენად დაიცავს იგი დასაქმებულების უსაფრთხოებას?
შუახევისა და ხულოს 15 სოფლის მოსახლეობა ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება. ისინი მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ და სახელმწიფოსა და "აჭარისწყალ ჯორჯიას"წარმომადგენლებისგან ზარალის ანაზღაურებას, ან უსაფრთხო პირობების შექმნას თხოვენ. როგორია ხელისუფლების პასუხი და რას აცხადებენ ჰესების მშენებელ კომპანიაში?-ამის შესახებ „კომპეტენტურ პასუხში“ გადაცემის სტუმრები უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი გენადი ზოიძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა შაშიკაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიური სამსახურის ყოფილი უფროსი ტარიელ ტუსკია ჩაერთო.
რა ემართება ბათუმის ზოოპარკში ცხოველებს და რატომ გახდა აქ მობინადრეთა მდგომარეობა,ზოოკუთხის რეაბილიტაციიდან 10 წლის შემდეგ, გარემოსთან შეუსაბამო? - ჩვენი სტუმარი იყო ბათუმის მერიასთან არსებული ტურისტული ობიექტების მმართვის სააგენტოს უფროსი ალექსანდრე თევზაძე.
რა იცვლება და რა ცვლილებებს ითხოვს მოსახლეობა აჭარის კონსტიტუციაში, რატომ აცხადებს უმცირესობა რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება მცირდება - „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტიქტის განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავისუფალი წევრი - თენგიზ თევზაძე გვერთვებოდა. „კომპეტენტური პასუხის“ მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი აჭარის უმაღლსი საბჭოს წევრი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე იყო.
საზოგადოება „ბათომი“ ღია წერილით ქალაქის მერს მიმართავს და ითხოვს სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული ზონა. მესამე სექტორის მოთხოვნები და მერის პასუხი? - „კომპეტენტურ პასუხის“ მთავარი თემა იყო. გადაცემის სტუმარი გახლდათ, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი ჩაერთო.
ვინ გააერთიანა საორგანიზაციო კომისიამ, რომელმაც აჭარაში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები უნდა უზრუნველყოს და როგორია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების პოზიციები?-სწორედ ამ საკითხებზე საუბრებდენ დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ . გადაცემაში მოწვეულები იყვნენ, აჭარის უმაღლეს საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნინო ჩხეტია და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე.
რეგულირების მიღმა დარჩენილი მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი, გადამზიდი კომპანიების მოთხოვნა და მერის თხოვნა. რამდენ ხანს შეინარჩუნებენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მომსახურებისატვის 40 თეთრიან ტარიფს და გაძვირდება თუ არა ბათუმში მიკრო ავტობუსებით მგზავრობა?-სწორედ ამ საკითხებზე ვმსჯელებდით დღეს კომპეტენტურ პასუხში სტუმრებთან ერთად.
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა