
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ ეთმობა თემებს, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას, საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებას ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ – პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.
"კონტაქტის" სტუმრები იყვნენ სალომე კუსიანი- სოციალურ საწარმოთა ალიანსის , აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ფანიაშვილი- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი , ადვოკატირების ოფიცერი