
დღევანდელი "კონტაქტის" პირველი ნაწილი დაეთმო ვარდისფერ ოქტომბერს, თანადგომასა და კონცერტს , რომელიც 2026 წლის 29 ოქტომბერს გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, კონცერტმაისტერები და კაპელა.ღონისძიებას დაესწრებიან თემურ გოგიტიძის საქველმოქმედო ფონდ "სიცოცხლის" ბენეფიციარი ქალბატონები
კონტაქტის სტუმარი იყო:
რუსუდან ბერიძე-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ქორმაისტერი
გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრეთ გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-20 საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალი ტრადიციულად ყოველი წლის ნოემბერში ტარდება და უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს.
"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო:
ხათუნა მანაგაძე-გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი , მუსიკოლოგიის დოქტორი