დილის რადიო
16 დეკემბერი სამშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება . გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს
# 16 დეკემბრით დათარიღებული მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებ მოგიყვებით
„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა
#სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი ‘’ დღეს შეხვდებით ელისაბედ ჩხეიძეს- მეცო სოპრანოს, ადამიანს, რომლისთვისაც მუსიკის განცდა ყველაზე დიდი საჩუქარია. მღერის არა მხოლოდ იმისთვის, რომ მოუსმინო, არამედ იმისთვის, რომ იგრძნო. მისთვის მუსიკა მსმენელთან ყველაზე გულწრფელი დიალოგია. მღერის, რადგან ასე ლაპარაკობს მისი სული. სცენაზე გამოდის და ყოველ ჯერზე საკუთარ ამბავს გვიყვება. მუსიკა მისი სუნთქვაა, სიმღერა - მელოდიად ქცეული გრძნობა და მისი ძალაა. სჯერა, რომ მუსიკას შეუძლია შეცვალოს განწყობა და ფიქრი, და ვინ იცის, იქნებ ნაბიჯიცაა, რომელიც გადაგარჩენს...
#მადლიერება- ძალა, რომელიც ცვლის შეხედულებას სამყაროს მიმართ. მადლიერება ხშირად ყველაზე პატარა დეტალებში იმალება-ამ თემაზე ქეთი ზოსიძის სიუჟეტს შემოგთაცაზებთ
#სარა ვონი კლიფორდ ბრაუნთან ერთად, მომენტი მუსიკის სამყაროში, როდესაც ჯაზი ტრადიციას და თანამედროვეობას აბალანსებდა -ამ თემაზეა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“
( ჩართვა ტელევიზიაში )# ტბელ აბუსერისძე და მისი თხზულებები ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტით #დილის რადიოს სტუმარი: რამაზ ხალვაში -ბსუ-ს პროფესორი .
სპორტის სიახლეები
ამინდის პროგნოზი ==============================================