ისტორიულ სახლს ამჯერად მერიის ნებართვით ანგრევენ

17 ოქტომბერი 2019, 11:51 3358 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერში კიდევ ერთ ისტორიულ სახლს ანგრევენ. ბათუმის მერიამ ობიექტის დემონტაჟის უფლება კომპანიას 11 ოქტომბერს მისცა. მანამდე კი, ინვესტორი ორსართულიან სახლს უკანონოდ, საჭირო ნებართვის გარეშე ანგრევდა. 8 ოქტომბერს მერიამ ის გააფრთხილა, 3 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები შეაჩერებინა. 9 დღის შემდეგ  სახლი ეზოში კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დემონტაჟი. 

რაც შეეხება მშნებლობის ნებართვას, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ კომპანიას ეს ნებართვა ჯერ არ მიუღია. 

​კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია 2018 წელს უნებართვოდ შემოღობეს, ასევე მშენებლობის ნებართვის გარეშე დაიწყეს სახლის დაცლა და ოჯახების ქირით გაყვანა. ამის შემდეგ MJM Group​-ის წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ არ იყო გამორიცხული გაფუჭებული გამოესწორებინათ და სახლს რესტავრაციაც ჩატარებოდა.

ოჯახების ქირით გაყვანის დროს კი, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ ადგილზე მრავალსართულიანი კომპლექსი უნდა აეშენებინათ. MJM Group​-მა მერიას ნებართვის მისაღებად ერთხელ მიმართა და მაშინ უარი უთხრეს, შეცვლილი პროექტი კი თვითმმართელობაში აღარ შესულა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში