„მედიის თავისუფლება საქართველოში”- ევროპარლამენტმა რეზოლუცია  მიიღო

19 ივნისი 2025, 15:05 94 ნახვა

ევროპარლამენტმა, გუშინდელი დებატების შემდეგ, დღეს,  ხმათა უმრავლესობით მიიღო საქართველო შესახებ მორიგი რეზოლუცია. მათი მთავარი მოთხოვნა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებაა. პლენარულ სესიას 436 ევროპარლამენტარი ესწრებოდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 324-მა მათგანმა, წინააღმდეგ კი 25 წავიდა. 87-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისაგან. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მკაცრად გმობს საქართველოს მთავრობის თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო. მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები.  ამასთან, ევროპარლამენტარებმა შესწორება დაამტკიცეს და რეზოლუციას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი: „გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში