21-22 ივნისს ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება

19 ივნისი 2025, 11:38 66 ნახვა

„ზაფხული იწყება აქ“ - ამ უქმეებზე, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. კონცერტები წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება. 

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. შემდეგ კი სცენა დაეთმობა ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. ადგილზე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე წარმოადგენს თავიანთ პროდუქციას. დაგეგმილია ფრანების შოუ, რომლის ნახვაც ზღვის სანაპიროზე დღის 12 საათიდან იქნება შესაძლებელი. დაგეგმილია საინტერესო გასართობი პროგრამა ბავშვებისთვისაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში