„ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-8 რეგიონალური კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, დაჯილდოვების პარალელურად გაიმართა გალა კონცერტი. კონკურსის სხვადასხვა - საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო და ვოკალურ მიმართულებას მოიცავს, მასში ქალაქის სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. რეგიონალური კონკურსის მიზანი ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენაა.