ინსტაგრამზე ფოტოშოპით გაკეთებულ ფოტოს, დამუშავებულის ნიშანი ექნება

16 იანვარი 2020, 14:12 14909 ნახვა

Instagram-მა, ფოტოშოპით დამუშავებული გამოსახულებების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. როგორც ცნობილია, კომპანია Facebook-ს ეკუთვნის და შესაძლებელია მსგავსი შეზღუდვა ფეისბუქზეც ამოქმედდეს.

ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოებს დღეიდან ქსელი ამოიცნობს და მას, როგორც ყალბ კონტექს ისე აღიქვამს.

ონლაინ პლატფორმაზე დამუშავებული  ფოტოების სრულ ფორმატში ჩვენება აღარ იქნება შესაძლებელი. ფოტო პროფილის ფოტოზე გამოჩნდება, მაგრამ მისი სრულ ეკრანზე ნახვის შემთხვევაში დამახინჯებული მასალის შესახებ გაფრთხილების ნიშანი ექნება მინიჭებული.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი