"Google" უკრაინაში, საჰაერო თავდასხმების შესახებ, მომხმარებლებს წინასწარ გააფრთხილებს

11 მარტი 2022, 18:37 1487 ნახვა

"Google" უკრაინაში, საჰაერო თავდასხმების შესახებ, ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს წინასწარ გააფრთხილებს და შეტყობინებებს გაუგზავნის. 

"უკრაინის სიტუაცია ტრაგიკულია, უამრავი ადამიანი ნუდმივად საგანგაშო სირენების მოლოდინშია, რათა თავის უსაფრთხო ადგილას შეფარება მოასწრონ" -  წერია კომპანიის განცხადებაში.

 კომპანიის განმარტებით, ანდროიდის გამაფრთხილებელი სიგნალები უკრაინის მთავრობის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებზე იქნება დამოკიდებული. თავდაპირველად ეს ფუნქცია მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ადამიანების გასაფრთხილებლად შეიქმნა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მათ დაბომბვისგან თავის გადარჩენაშიც დაეხმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში