საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს მიიღებს

22 მაისი 2020, 18:34 1158 ნახვა

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ, ორი ხელშეკრულება გაფორმდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებებით: 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;

120 მილიონი ევრო - მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება მიმართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში