მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოში

22 მაისი 2020, 20:34 1425 ნახვა

უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კითხვებს, დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი პასუხობდა. ტიტე აროშიძემ, გასული წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მისივე თქმით 90%-ით შესრულდა. „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და დღეს, კითხვები სხდომათა დარბაზის მიღმა დასვეს. გია აბულაძე დაინტერესდა, 2012 წლისგან განსხვავებით, რატომ აწარმოებდა უფრო ნაკლებ პროდუქტს საქართველო 2018-ში.

კითხვები ჰქონდა მერაბ ბლადაძესაც, ანტიკრიზისულ გეგმაზე, მისი თქმით, გამოყოფილი თანხები რაციონალურად არ ნაწილდება. გეგმით გამოყოფილი 800 000 ლარი ხვნა-თესვას ჩითილების დარიგებასა და ბოსტნეულის მოყვანას მოხმარდება, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში