ბათუმში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა

01 ივლისი 2020, 22:45 9224 ნახვა

ბათუმში ჭავჭავაძის და ლუკა ასათიანის ქუჩის გადაკვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილის შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დაზარარებულია ერთი პირი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მსუბუქი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში