შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო 

24 ივლისი 2022, 11:16 781 ნახვა

„შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გაიხსნა.  წელს ღონისძიების   თემატიკა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობას  ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ღებულობენ. პირველ საკონცერტო დღეს კი ელისო ბოლქვაძე და ახალგაზრდა ტალანტები  წარსდგნენ მსმენელის წინაშე.  

ფესტივალის გახსნის კონცერტი საქველმოქმედო იყო, თანხა მთლიანად ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 31 ივლისამდე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, იაპონური ჩაის ცერემონია, ქართული არომატები, მუსიკა და გასტრონომია,  ქართული ფოლკლორის საღამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისადმი მიძღვნილი საღამო და სხვა. 

ბათუმის „შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა" წელს მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და ამ თვალსაზრისით ის ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში