აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში რაჭული სასიმღერო და საცეკვაო ხელოვნებისადმი მიძღვნილი მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასს, ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, რეგენტი და ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი თორნიკე სხიერელი წარუძღვა.
რაჭული ცეკვის ისტორია და დამახასიათებელი ნიშან თვისებები, სიმღერის შესრულების მანერა და ტექნიკა - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრაზე.
როგორც ხალხური ხელოვნების სკოლაში ამბობენ, მსგავსი ღონისძიების მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და რაჭული ფოლკლორისადმი ინტერესის გაღრმავება.