ანტვერპენის ქართული სკოლა და ლიტერატურულ თეატრი 10 წლისაა

15 ნოემბერი 2025, 19:52 134 ნახვა

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს  ტაძართან არსებული ბერი გაბრიელის სახელობის ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი "ჩვენ დავბრუნდებით" 10 წლისაა.საიუბილეო წვეულებას ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიასა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.
ანტვერპენში მოქმედი ლიტერატურული თეატრისა და სკოლის ეროვნულ მნიშვნელობაზე ნიდერლანდების და ბელგიის სამეფოების ელჩებმა, ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლებმა და ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა ისაუბრეს.
საიუბილეო წვეულებაზე სკოლისა და თეატრის დამფუძნებელმა, მანანა ხორბალაძემ გასული 10 წლის ნაღვაწი წიგნის სახით წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს. მაყურებელმა კინორეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი სპექტაკლი "ოთარაანთ ქვრივი" იხილა, რომლის ინსცენირება მანანა ხორბალაძეს ეკუთვნის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე