ქართველი მუჰაჯირები ინვესტორთა ასოციაციაში

08 აგვისტო 2022, 17:25 507 ნახვა

საქართველოს ინვესტორთა ასოციაციას ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის წევრები ეწვივნენ. შეხვედრა მხარეებს შორის საინვესტიციო წინადადებებს ეხებოდა. თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირები საკუთარ მსხვილ ბიზნეს კომპანიას ფლობენ და მათი ინტერესი საქართველოში თავიანთი კომპანიების ფილიალების გახსნაა. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს ასოციაციის წევრი კომპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, თანამშრომლობა ადამიანების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში