„გამომყევი აჭარაში“  -  გამარჯვებულების დაჯილდოება

27 ოქტომბერი 2025, 11:51 163 ნახვა

„გამომყევი აჭარაში“  კამპანიის გამარჯვებულები ცნობილია.   პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა ვიქტორია მელნიჩუკმა აიღო.  მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 200 მილიონს გადააჭარბა. საპრიზო ადგილები  აიღეს ასევე მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულმა მონაწილეებმაც.

წელს, კამპანიაში 40-მდე კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა. შედეგად, მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოაქვეყნეს, მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით 260 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 400-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის რეკლამირებისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით  2023 წლიდან ტარდება. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე