სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საველე სწავლებას დაესწრო

12 აგვისტო 2022, 18:22 604 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საველე სწავლებას დაესწრო. საწვრთნელი ოპერაციის მიზანს მძევლის გათავისუფლება და ტერორისტების მიერ ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების გავრცელების აღკვეთა წარმოადგენდა, რასაც სწავლების მონაწილეებმა თავი წარმატებით გაართვეს. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში