ქობულეთში, მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კამათი 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა

14 აგვისტო 2022, 18:03 3491 ნახვა

ქობულეთში, მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კამათი 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  კონფლიქტი  კლუბ ,,ჰავანაში“  დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.  მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მოკლულის მობილური ტელეფონის მითვისებას ცდილობდა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა . 21 წლის რევაზ ლომსაძე  ბრალდებულმა დანით დაჭრა.

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში,  სისხლის მასიური  დანაკარგით  შეიყვანეს, მას ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

გარდაცვლილს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, საზარდულის არეში ჰქონდა მიყენებული.   

პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა დაწყებული. გარდაცვლილი ხაშურიდან ქობულეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი