სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

28 ოქტომბერი 2025, 13:54 117 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც გახდა საჭირო, რომ ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მომხდარიყო.

სუს-მა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე