აჭარის ონლაინრეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს

15 აგვისტო 2022, 17:25 558 ნახვა

ბალტიისპირეთში აჭარის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა, ონლაინრეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოციალურ ქსელებსა და გუგლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობებმა 15 600 000 გადააჭარბა.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინრეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია "AirBaltic" -თან თანამშრომლობით ახორციელებდა.

ონლაინკამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა გარე სარეკლამო აქტოვობებიც. კერძოდ, ქალაქ რიგაში ბათუმის საიმიჯო ბანერებით დაიბრენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს ათეულობით ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა ბალტიისპირეთიდან, რამაც აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტების მოზიდვასა და მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, ბლოგების, გადაცემების გამოქვეყნებას შეუწყო ხელი.

მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება რიგადან, ტალინიდან და ესტონეთიდან. რიგის მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს წელს დაემატა, რასაც წინ უსწრებდა ბათუმი საპოპულარიზაციო პრეზენტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებში," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში