"ღამის სერენადები" იწყება

24 აგვისტო 2022, 14:29 529 ნახვა

“ღამის სერენადები" იწყება. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალს 40 წელი უსრულდება. საკონცერტო საღამოები ბათუმში 25-26 აგვისტოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში 20:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად  საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული მუსიკოსები და წარმატებული შემსრულებლები არიან მოწვეულები.

"ღამის სერენადების" ფარგლებში დაიბეჭდა ლიანა ისაკაძის წიგნი " მუსიკის ზეიმი".

წიგნის პრეზენტაცია 27 აგვისტოს აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება. ფესტივალი ლიანა ისაკაძემ  დაარსა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში